26 აპრილი 2024,   12:34
ვრცლად
თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს და ადვოკატს დღეს შსს-ში ელოდებიან

თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს და ადვოკატს დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში ელოდებიან. უწყებამ გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის ოჯახის წევრებს შეხვედრა დღის ბოლოს შესთავაზა.

ბაჩალიაშვილების მოთხოვნის საპასუხოდ, რომ საქმეში ამერიკის ფედერალური ბიურო ჩაერთოს - თანხმობა უწყებამ გუშინ განაცხადა. პარალელურად, უკვე დასრულებულია თამარ ბაჩალიაშვილის პირადი კომპიუტერის ექსპერტიზა. გამოძიებამ მასში მხოლოდ პირადი ფოტო და ვიდეო მასალა ნახა. ადვოკატი ეჭვობს, რომ გამოძიებამ საჭირო ინფორმაცია კომპიუტერიდან წაშალა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მზაობა ერთი გადადგმული ნაბიჯი არის, მაგრამ მთავარი არის პროკურატურის და გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილება ვადებთან დაკავშირებით, რომ საჩქაროდ მოხდეს იმ პირების მოწვევა ფედერალური ბიუროდან, რომ ყველაფერი დაჩქარებული წესით მოხდეს და არ იყოს მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებაში გამოჩენა, რომ ჩვენ ვართ მზად," - აცხადებს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.

დღის ამბები