19 ნოემბერი 2024,   02:33
ვრცლად
არეულობა ახალქალაქში საღამოს დაახლოებით7 საათზე დაიწყო - მოქალაქეების ჯგუფმა რამდენიმე სახლი დააზიანა და სასტუმრო დაწვა

არეულობა ახალქალაქში, რაც ერთ-ერთი ადგილობრივის მკვლელობას მოჰყვა, დაახლოებით საღამოს 7 საათზე დაიწყო. ერთ-ერთი სოფლიდან ჩამოსული მოქალაქეების ჯგუფმა რამდენიმე სახლი დააზიანა და სასტუმრო დაწვა.

თვითმხილველების განცხადებით, მოქალაქეები ჩხუბის დროს ხელკეტებს იყენებდნენ. იყო სროლაც. დაპირისპირების შედეგად დაშავებულია რამდენიმე პირი.

პოლიცია ჯგუფური ძალადობის ვერსიაზე მუშაობს. მიზეზებთან დაკავშირებით ოფიციალური ვერსია უცნობია, თუმცა ქალაქში, არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობენ.

დღის ამბები