19 ნოემბერი 2024,   02:24
ვრცლად
რამდენად დაცულია უსაფრთხოება სასტუმროებში და ტურიზმის სექტორში - აჭარაში კონფერენცია ჩატარდა

რამდენად დაცულია უსაფრთხოება სასტუმროებში და ტურიზმის სექტორში - ამ თემაზე საქართველოს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბიზნესომბუდსმენმა და აჭარის მთავრობის წევრებმა ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს.

დისკუსიის მიზანი რეგულაციების შესრულების ხელშეწყობაა.

"14 ათასამდე ობიექტი არის შემოწმებული ქვეყნის მასშტაბით პრევენციულად, ეს არის შემოწმება, როდესაც ჩვენ წინსწრებით ვამოწმებთ კომპანიას, ვამზადებთ იმისთვის, რომ მათ უსაფრთხოდ შეძლონ ოპერირება. რაც შეეხება გეგმიურ ინსპექტირებას, განხორციელებულია 150 ობიექტზე, რომელთაგან დინამიკა დარღვევების კუთხით არის საკმაოდ დადებითი და აღარ ფიქსირდება," - განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა  ბექა ფერაძემ. 

"ჩვენი ამოცანა არ არის ის, რომ ვინმე დაისაჯოს. ამოცანა არის ის, რომ ცნობიერება ამაღლდეს. ბიზნესის და ეკონომიკის გახსნა მოხდეს მდგრადად და თუ დავინახეთ, რომ სადმე რომელიმე პროტოკოლი და პრევენციის მექანიზმი შესაძლოა არაეფექტური იყოს და შეცვლას საჭიროებდეს, დროულად მოვახდინოთ ამ კუთხით რეაგირება, რომ ბიზნესს დამატებითი ტვირთი არ წარმოექმნას - აღნიშნა ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა.

დღის ამბები