26 აპრილი 2024,   23:17
ვრცლად
გადამწვარი სასტუმრო და სახლები, დამტვრეული მანქანები - სისხლიანი დაპირისპირება ახალქალაქში

სისხლიანი დაპირისპირება ახალქალაქში 8 აგვისტოს, საღამოს 7 საათზე დაიწყო. ახალგაზრდებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს 27 წლის ახალგაზრდა კაცი მოკლეს. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მკვლელობის შემდეგ, გარდაცვლილის თანასოფლელები, სოფელ კულიკამის მაცხოვრებლები ახალქალაქში ჩავიდნენ, სადაც სასტუმრო და 4 საცხოვრებელი სახლი გადაწვეს.

ახალქალაქში მომხდარი კანონსაწინააღმდეგო ფაქტის შემდეგ დაზიანდა სახლები, ავტომანქანები. ოთხივე სახლი უკავშირდება სასტუმრო "არტსეკის" მფლობელს, რომელსაც პირველს წაუკიდეს ცეცხლი. ახალქალაქში მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო სპეციალური დანიშნულები რაზმი, სახანძრო და საპატრულო პოლიცია. 

მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ რეგიონში საგანგებო თათბირი გამართა. ვლადიმერ ბოცვაძის განცხადებით, ახალქალაქში ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია, ტარდება ოპერატიული ღონისძიებები ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირების დასადგენად.

ახალქალაქში მომხდარ არეულობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. პარალელურად გამოძიება 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებითაც მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მარლთსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვასა და ტარებას გულისხმობს.

დღის ამბები