19 აპრილი 2024,   11:02
ვრცლად
ოზურგეთში ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის იუბილე მასშტაბურად აღინიშნა

ოზურგეთში ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის იუბილე მასშტაბურად აღინიშნა. საზეიმო ღონისძიება ოზურგეთის ახლად რეაბილიტირებული დრამატული თეატრის თაღებში შედგა.

ქართველი გამოჩენილი მომღერლისა და ლოტბარის იუბილეს საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, ხელისუფლების, კულტურის სფეროს და საზოგადოების წევრები ესწრებოდნენ. იუბილეზე ანზორ ერქომაიშვილის ცხოვრების და შემოქმედების ამსახველი ფოტოარქივი გამოიფინა.

იუბილეს ასევე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დაესწრნენ.

"იმდენი სასიკეთო და საქებარი სიტყვა ითქვა ჩემს მიმართ, რომ გაოგნებული ვარ, ვერც კი წარმომიდგენია, რომ ჩემს განვლილ გზაზე ამდენი სიკეთე გაკეთდა ჩემი მხრიდან, რომ ამდენი მადლობის ღირსი გავხდი. მართალი გითხრათ 80 წელი ძალიან ბევრია, ამ ხნის განმავლობაში რაც შემეძლო გავაკეთე, რაც არ გავაკეთე, არ თქვან რომ არ გავაკეთე, უბრალოდ ვერ შევძელი," - აცხადებს ანზორ ერქომაიშვილი.

დღის ამბები