02 მაისი 2024,   02:00
ვრცლად
ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის რეაბილიტაცია დასრულდა

ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოები 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და ერთი თვის წინ დასრულდა. მისი ბიუჯეტი 18 000 000 ლარია. თეატრის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 120 ადამიანი დასაქმდა.

განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, თეატრის შენობის რეაბილიტაცია "ქართუ ფონდმა" დააფინანსა. 

"თეატრის შენობის სრული რეაბილიტაცია დააფინანსა "ქართუ ფონდმა" და შედეგად არის ბრწყინვალე შენობა, სადაც ყველა პირობაა შექმნილი მსახიობებისთვის, რეჟისორებისთვის, ყველა თანამშრომლისთვის. მე მინდა ყველა მათგანს მივულოცო ახალი შენობა, შემოქმედებითი წარმატებები ვუსურვო და დარწმუნებული ვარ, რომ თეატრის მოყვარულები აქ დიდი ინტერესით ივლიან, რათა იხილონ შესანიშნავი სპექტაკლები," - განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

დღის ამბები