საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-ით გაიზარდა და 1,306-ს შეადგენს. ინფორმაცია ვებგევრდზე stopcov.ge რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 17-ით გაიზარდა და 1,085-ია.
კარანტინის რეჟიმშია 7635, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 334 ადამიანი.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.