ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. არსებული ინფორმაციით, ვირუსზე კვლევა 235 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც დაინფიცირების 26 შემთხვევა გამოვლინდა.
საოკუპაციო რეჟიმის მონაცემებით, აფხაზეთში სულ კორონავირუსის 182 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსს 3 ადამიანი ემსხვერპლა, 66 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.