25 აპრილი 2024,   21:06
ვრცლად
შუახევში მამაკაცს თავს დაესხნენ - წაღებულია პენსიონერებისთვის განკუთვნილი 7 000 ლარი

შუახევში მამაკაცს თავს დაესხნენ - წაღებულია თანხა, დაახლოებით 7 000 ლარი, რომელსაც ის პენსიის სახით სოფლებში არიგებდა. არსებული ინფორმაციით, ორივე თავდამსხმელს ნიღბები ეკეთა.

დაშავებული კი შუახევის კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"მოყვანილი იქნა მოქალაქე, რომელსაც აღენიშნებოდა მრავლობითი ნაკაწრები თავის, კისრისა და გულ-მკერდის უკანა კედლის მიდამოში. მისი გადმოცემით, თავს დაესხა 2 ადამიანი და მიაყენა აღნიშნული დაზიანებები. პაციენტს გაუკეთდა სხვადასხვა სახის გამოკვლევები, მოტეხილობები არ აღენიშნება, გაეწია პირველადი დახმარება და ჯერჯერობით რჩება კლინიკაში ჩვენი დაკვირვების ქვეშ. ამჟამად მისი მდგომარეობა არის სტაბილური," - აცხადებს მედიკოსი.

დღის ამბები