"რუსთავი 2"-ზე "დიდი სცენის" დიდი ნახევარფინალის დაწყებამდე რამდენიმე წუთი რჩება. მაყურებელი დღევანდელ ლაივ კონცერტზე დუეტებს იხილავს, მონაწილეებს პარტნიორობას ცნობილი მუსიკოსები გაუწევენ. მომღერლები კონკურსის მონაწილეებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.
გასული ტურის დროს 2 აუტსაიდერი დასახელდა - თინა დათიკაშვილი და გიორგი ფუტკარაძე, ხოლო ხმათა უმრავლესობა ლევან ყანდიაშვილს ერგო.
პროექტს დღეს უკვე არა ერთი, არამედ 2 მომღერალი გამოეთიშება. წესებიდან გამომდინარე დარჩენილი 5 მონაწილიდან ფინალში მხოლოდ 3 გადაინაცვლებს.