19 ნოემბერი 2024,   05:40
ვრცლად
აჭარაში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აჭარაში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ერთ-ერთ ინფიცირებულს ვირუსი საკარანტინო ზონაში ყოფნისას დაუდასტურდა, მას საბერძნეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. დანარჩენი  2 შემთხვევა კი ე.წ ქობულეთის კლასტერს ეკუთვნის. ისინი უკვე გამოვლენილ შემთხვევებთან კონტაქტში მყოფი პირები არიან.

ჯამში ქობულეთის კლასტერიდან სულ 5 პირია ინფიცირებული, დადგენილი კონტაქტებიდან 60 პირი თვითიზოლაციაშია, 110 პირის ტესტის პასუხს კი ხვალ დილისთვის ელოდებიან.

აჭარაში კორონავირუსით სულ 26 პირია ინფიცირებული.

დღის ამბები