გუშინ "რუსთავი 2-ის" მაყურებელმა "დიდი სცენის" ნახევარფინალი იხილა. მეგაშოუს მე-7 ცოცხალი კონცერტი დუეტებს მიეძღვნა. მონაწილეებს პარტნიორობა დიდი სცენის წინა კონკურების მონაწილეებმა გაუწიეს. პროექტს უკვე არა ერთი, არამედ 2 მომღერალი გამოეთიშა.
გუშინ მაყურებელთა გადაწყვეტილებით, ფინალში ლევან ყანდიაშვილმა, მემე ჟორდანიამ და გიორგი ფუტკარაძემ გადაინაცვლეს. მათ მაყურებელი კვირას, დიდი სცენის გრანდიოზულ, ფინალურ ტურში იხილავს.