01 მაისი 2024,   19:26
ვრცლად
მედდა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, კლინიკა "გორმედში" მუშაობს

გორში მედპერსონალის ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ამჯერად ინფიცირებული "გორმედის" თანამშრომელია.

როგორც საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი აცხადებს, მედდა თვითიზოლაციაში იყო გადაყვანილი და მას პირველი ტესტირების დროს COVID ინფექცია არ აღმოაჩნდა.

ინფიცირებული ცხელების ზონაში მუშაობდა და ის არ არის უკვე ინფიცირებული მედ პერსონალის კონტაქტი. ამიტომ შემთხვევასთან დაკავშირებით დამატებით 10 ადამიანია გადაყვანილი თვითიზოლაციაში, პარალელურად მიმდინარეობს ეპიდკვლევა.

დღის ამბები