07 მაისი 2024,   07:22
ვრცლად
შაქარაშვილის საქმეზე ბრალდების მხარე სასამართლოს დამატებით ახალი მტკიცებულების წარდგენის შუამდგომლობით მიმართავს

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე სასამართლოს დამატებით ახალი მტკიცებულების წარდგენის შუამდგომლობით მიმართავს.

პროკურორის ნანა გუგუტიშვილის თქმით, მათ სასამართლოს ახალი მტკიცებულება უნდა წარუდგინონ სასამართლოს, ეს ეხება როგორც სამედიცინო ექსპერტიზას, ასევე ვიდეო მტკიცებულებებს, სადაც ბრალდებულების გადაადგილება და დანაშაულებრივი ქმედების ორგანიზებაა ასახული.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე სასამართლოს წინაშე ექვსივე არასრულწლოვნის მიმართ შესავალ სიტყვას წარადგენს.

"ბრალდების მხარეს აქვს შუამდგომლობა დამატებითი მტკიცებულების წარდგენის შესახებ, რომელსაც ვფიქრობთ, რომ სასამართლო დაუშვებს, ვინაიდან დასაბუთებულია ჩვენი შუამდგომლობა. ასევე დღევანდელ პროცესზე წარადგენს ექვსივე არასრულწლოვნის მიმართ შესავალ სიტყვას. ჩვენ სასამართლოს მივუთითებთ იმ ძირითად მტკიცებულებებზე. ბრალდების მხარეს აქვს გონივრული მოლოდინი, რომ მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ სასამართლო ექვსივე არასრულწლოვნის მიმართ გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს. ბრალდების მხარეს წარდგენილი აქვს გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე ჩატარებული დამატებითი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, დამატებითი ვიდეო-მასალა. ამ ვიდეო მასალაზე დაფიქსირებული არის ბრალდებულების გადაადგილება მცხეთიდან თბილისში. ორგანიზება დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ მათი გადაადგილება თბილისიდან მცხეთის მიმართულებით და დანაშაულებრივი ქმედების განხორციელება," - აღნიშნა პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა.

ამ წუთებში მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 

დღის ამბები