17 ნოემბერი 2024,   23:26
ვრცლად
ვინ არის ვანო მერაბიშვილის ფავორიტი ვაჟა ჩიტაშვილი, რომლის გამოც ენმ-სა და "ევროპულ საქართველოს" შორის ურთიერთობა დაიძაბა

ახალციხეში "ევროპული საქართველოს" წევრთა ნაწილი "ნაციონალურ მოძრაობაში" გადადის. შიდა პარტიული განხეთქილების მიზეზი "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი ვაჟა ჩიტიშვილია, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა, "ევროპული საქართველოს" ახალციხის ოფისის წევრების მხარდაჭერა აქვს.

"ევროპული საქართველოს" წევრთა ნაწილი "კურიერთან" არ უარყოფს, რომ მათთვის მთავარი ავტორიტეტი ყოფილი შს მინისტრი და ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილია, რომელიც რამდენიმე დღის წინ სწორედ ახალციხეში იმყოფებოდა. მათივე ინფორმაციით, სწორედ ვანო მერაბიშვილი უჭერს მხარს ვაჟა ჩიტიშვილს, რასაც თავად ეთანხმებიან.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" უკვე მიესალმა ყოფილი თანაპარტიელების ოფისიდან ხალხის გადასვლის პროცესს, უფრო მეტიც, მათ იმედი აქვთ, რომ შოთა ჩიტიშვილს მთლიანად "ევროპული საქართველოს" მხარდაჭერა ექნება. 

დღის ამბები