17 ნოემბერი 2024,   23:33
ვრცლად
"ქართული ოცნება" ქუთაისის მერობის კანდიდატად იოსებ ხახალეიშვილს წარადგენს

"კურიერისთვის" ცნობილი გახდა, თუ ვის წარადგენს "ქართული ოცნება" ქუთაისის მერობის კანდიდატად. ის იმერეთის რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი იქნება.

ინფორმაციას თავად ხახალეიშვილი და მმართველი პარტიის ლიდერებიც ადასტურებენ.

ქუთაისის მოსახლეობას ახალი მერის არჩევა საპარლამენტო არჩევნებზე მოუწევს. ყოფილმა მერმა, გიორგი ჭიღვარიამ თანამდებობა 8 აპრილს დატოვა. მას შემდეგ ეს პოსტი ვაკანტურია.

ჯერჯერობით უცნობია, ვის დაუპირისპირებს მმართველი პარტიის კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილს ადგილობრივ არჩევნებზე ოპოზიცია.

 

დღის ამბები