08 სექტემბერი 2026,   16:24
ვრცლად
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე თეთრიწყაროს ტერიტორიაზე დღეს საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდება

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე თეთრიწყაროს ტერიტორიაზე დღეს საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდება. შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ადვოკატი მივლენ შემდეგ უკვე პროკურატურაში ვიდეო ჩანაწერების ნაწილს გაეცნობიან. გარდაცვლილის მშობლებმა საგამოძიებო უწყებაში დნმ-ის ანალიზი ჩააბარეს.

"ჩატარდება ექსპერიმენტი შემთხვევის ადგილზე, რაც დაკავშირებულია იმ ტემპერატურასთან, რომელიც იყო ავტომობილში. ამას ახორციელებს ქალაქის პროკურატურა და ის ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა და შექმნა გენერალურმა პროკურორმა. ეს იქნება 24 საათიანი. იქნება ქალაქის პროკურატურაში საქმის მასალის გაცნობა," - აცხადებს იურისტი მიხეილ რამიშვილი.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ბუნდოვანი გარდაცვალების საქმეს გენერალური პროკურატურა იძიებს. გადაწყვეტილება ამის შესახებ გარდაცვლილი პროგრამისტის მშობლებისა და ირაკლი შოთაძის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

დღის ამბები