10 სექტემბერი 2026,   12:51
ვრცლად
ზღვისპირა რეგიონში ღამის კლუბებსა და ბუნგალოებში მომუშავე პერსონალის მონაცემების გადამოწმება დღეიდან დაიწყება

ზღვისპირა რეგიონში ღამის კლუბებსა და ბუნგალოებში მომუშავე პერსონალის მონაცემების გადამოწმება დღეიდან დაიწყება. სავალდებულო ტესტირება ჩაუტარდება ყველა მომუშავე პირს.

საყურადღებო წერტილი ქობულეთის ერთ-ერთი კაფე "ჰავანაა", სადაც ორი თანამშრომელი და შემდეგ მასთან კონტაქტში მყოფი 6 ადამიანია ინფიცირებული. დღეს ქობულეთში ლაბორატორიიდან 40-მდე ნიმუშის პასუხს ელოდებიან.

კარანტინში რჩება 60-ზე მეტი ადამიანი, თვითიზოლაციაში კი 50-ზე მეტი პირი. პარალელურად ბათუმის ბულვარში განთავსდება კარვები, სადაც დამსვენებლებს კორონავირუსზე ნებაყოფლობითი ტესტირების გავლას შესთავაზებენ. ეს გადაწყვეტილებები გუშინ საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

"დაახლოებით 40-მდე ტესტირების პასუხს ველოდებით, ჯერჯერობით ლაბორატორიული კვლევა არ დასრულებულა. ეს არის სხვადასხვა კონტაქტი, რომლებიც შეთავსებული იყო რისკი ამ შემთხვევასთან კავშირში. განისაზღვრა შედარებით ეს რისკ-ფაქტორები და აღებული არის კონტაქტების საკვლევად მასალა.

კარანტინში საერთოდ 63 პირი არის გადაყვანილი მთლიანად ამ შემთხვევებთან კავშირში და თვითიზოლაციაში 50-მდე," - განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოადგილემ ნონა ეფაძემ.

დღის ამბები