17 ნოემბერი 2024,   23:32
ვრცლად
დავით ბაქრაძემ შუახევის მოსახლეობას "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი - ტარიელ ნაკაიძე წარუდგინა

"ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე, აჭარაში, შუახევის მოსახლეობას შეხვდა. დავით ბაქრაძემ ადგილობრივებს "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქში, ტარიელ ნაკაიძე წარუდგინა.

ადგილობრივებთან საუბრისას, დავით ბაქრაძემ და ტარიელ ნაკაიძემ იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომლებიც დღეს ყველაზე მეტად აწუხებს მოსახლეობას.

დავით ბაქრაძემ ხაზი გაუსვა მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს. მისი თქმით, მოსახლეობა ვერ ახერხებს თურქეთში სამუშაოდ გადასვლას, რის გამოც მათი ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო უარესდება.

დღის ამბები