17 ნოემბერი 2024,   23:49
ვრცლად
საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის უნდა მოქმედებდეს განსაკუთრებული უსაფრთხოების პროტოკოლები - ნინო რიჟამაძე

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" იურისტი ნინო რიჟამაძე "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების როლი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ვინაიდან მისი შეფასება სწორედ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშების მიხედვით უნდა მოხდეს. ნინო რიჟამაძე ამბობს, რომ პანდემიის არსებობის მიუხედავად, შეზღუდვა სახელმწიფოების მხრიდან შესაძლებელია აღიქმებოდეს, როგორც ხელის შეშლა და ხელოვნური ბარიერის შექმნა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის.

ნინო რიჟამაძის თქმით,  საერთაშორისო დამკვირვებლებს უნდა მიეცეთ არჩევნების დაკვირვების შესაძლებლობა მათთვის უნდა მოქმედებდეს განსაკუთრებული უსაფრთხოების პროტოკოლები, როგორიც არის მაგალითად სწრაფი ტესტებით უზრუნველყოფა ისე, რომ მათ სპეციალური კარანტინის გავლა არ მოუწიოთ.

"ჩემი ორგანიზაცია ფიქრობს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების როლი ამ არჩევნებზე იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნები გვაქვს და მისი დემოკრატიულად შეფასება სწორედ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშების მიხედვით უნდა მოხდეს.

აქედან გამომდინარე, მართალია არის პანდემია, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფოებში, სადაც გაიმართა არჩევნები ამ ზაფხულის პერიოდში, მაგალითად, სერბეთი, ან იგივე მონტენეგრო, საერთაშორისო დამკვირვებლებს დაკვირვების შესაძლებლობა მიეცათ და მართალია სპეციალური უსაფრთხოების პროტოკოლი არსებობდა ამასთან დაკავშირებით, თუმცა შეზღუდვა სახელმწიფოების მხრიდან შესაძლებელია აღიქმებოდეს, როგორც ხელის შეშლა და ხელოვნური ბარიერის შექმნა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის.

სახელმწიფომ რომ ლიმიტირება გააკეთოს საერთაშორისო დამკვირვებლების, ასეთი ქმედება შეფასდება არადემოკრატიულ ნაბიჯად და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ ვფიქრობთ, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებს უნდა მიეცეთ არჩევნების დაკვირვების შესაძლებლობა, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და მის შემდგომ პერიოდში, რომ ეს სურათი სრულყოფილად იქნას შეფასებული და ცხადია, მათთვის უნდა მოქმედებდეს განსაკუთრებული უსაფრთხოების პროტოკოლები, როგორიც არის მაგალითად სწრაფი ტესტებით უზრუნველყოფა ისე, რომ მაგალითად, საერთაშორისო დამკვირვებლებს ჩამოსულებს არ მოუწიოთ სპეციალური კარანტინის გავლა," - განაცხადა ნინო რიჟამაძემ.

დღის ამბები