25 აპრილი 2024,   15:14
ვრცლად
ლენტეხი სტიქიას ებვრძვის - გახდება თუ არა ლენტეხიდან მოსახლეობის ევაკუაცია საჭირო

ლენტეხის მოსახლეობას სინოპტიკოსების პროგნოზი აშინებს - ახლა ამინდზეა დამოკიდებული, რამდენად დამძიმდება ისედაც მძიმე ვითარება რეგიონში.

ამ დროისთვის, გარე სამყაროს 5 სოფლის დაახლოებით 250 მცხოვრებია მოწყვეტილი. განადგურებულია გზები და ხიდები, დატბორილია სახნავ-სათესი მიწები.

სამი მდინარის ადიდება გვიან ღამით, უხვმა ნალექმა გამოიწვია.

არ გამორიცხავდნენ მოსახლეობის ევაკუაციასაც, თუმცა რეგიონში ახლა არ წვიმს და საფრთხე დროებით მოხსნილია.

დღის ამბები