თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი ყველა იმ პირის ხელახალ დაკითხვას მოითხოვს, ვინც გამოძიებას ჩვენება უკვე მისცა.
ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განმარტებით, საქმეში არსებული ჩვენებები ბუნდოვანია და კითხვის ნიშნებს ტოვებს.
როგორც დაზარალებული მხარე აცხადებს, სანდო არ არის იმ მწყემსის ჩვენებაც, რომელმაც ბაჩალიაშვილის ცხედარი ტყეში აღმოაჩინა.
"ხელმეორედ მოხდება ამ პირების დაკითხვა, ძალიან ბუნდოვანი ჩვენებებია და უამრავი კითხვის ნიშანია. სიმართლეა დასადგენი,"- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.