07 სექტემბერი 2026,   01:05
ვრცლად
დაინფიცირებულები არიან ცოლ-ქმარი ლენტეხიდან, მათი ამჟამინდელი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია - თემურ ნადირაძე

საქართველოში დღეს კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1411-ია.

საერთო ჯამში, გამოჯანმრთელდა 1132 პაციენტი, 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში რჩება შვიდი ათასამდე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 269 მოქალაქე.

რაც შეეხება დღეს გამოვლენილ ახალ შემთხვევებს, მათგან 11 ლენჯერს უკავშირდება. ლენჯერის კლასტერიდან ორი პაციენტი ახლა ქუთაისში მკურნალობს. კონტაქტები ცნობილია, შესაბამისად, გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

ქუთაისის კლინიკა ”ლჯ და კომპანია - ფილტვის და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის” მთავარი ექიმი თემურ ნადირაძე აცხადებს, რომ ინფიცირებულები ლენტეხიდან არიან.

"დაინფიცირებულები არიან ცოლ-ქმარი ლენტეხიდან, მათი ამჟამინდელი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჩემი ინფორმაციით ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ,"- განაცხადა თემურ ნადირაძემ.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტოლ ჟორჟოლიანი კი აცხადებს, რომ ლენჯერში შვიდი სუსტად დადებითი შემთხვევა დაფიქსირდა.

დღის ამბები