06 მაისი 2024,   17:57
ვრცლად
თურქეთში წყალდიდობის შედეგად ექვსი ადამიანი გარდაიცვალა

6-მდე გაიზარდა თურქეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. არიან დაშავებულები.

გირესუნის პროვინციაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მთავრობის ინფორმაციით, ამ დრომდე მაშველებმა სტიქიისგან 157 ადამიანი გადაარჩინეს.

წყალდიდობამ პროვინციის 118 სოფელი დააზარალა. ხელისუფლებამ ზარალის აღმოსაფხვრელად 9 მილიონი თურქული ლირა გამოყო.

დღის ამბები