07 სექტემბერი 2026,   05:46
ვრცლად
ბათუმში უხვმა ნალექმა 30-მდე სახლი დატბორა, 2 ოჯახი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი

ბათუმში უხვმა ნალექმა 30-მდე სახლი დატბორა და ქალაქზე შემოერთებულ ტერიტორიებზე 11-მდე მეწყერული პროცესი გამოიწვია - ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა სტიქიით მიყენებული ზარალი შეაჯამა.

მისი თქმით, 2 ოჯახი მუნიციპალიტეტმა უსაფრთხო მისამართზე გადაიყვანა. მერიის შესაბამისი კომისია კი ზარალს სწავლობს, რის შემდეგაც მოქალაქეებს შესაბამისი დახმარება გაეწევა.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს სანაპირო ზოლის მოწესრიგება.

დღის ამბები