06 მაისი 2024,   23:19
ვრცლად
სერგეი ლავროვი ბელარუსის ოპოზიცია დესტაბილიზაციის ხელოვნურად შექმნაში ადანაშაულებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და ბელარუსის ოპოზიცია ქვეყანაში დესტაბილიზაციის ხელოვნურად შექმნაში დაადანაშაულა.

სერგეი ლავროვის თქმით, ოპოზიციას ქვეყანაში პოლიტიკური რეალობის რეფორმების გზით გარდაქმნა არ სურს.

"მე ვფიქრობ, რომ ბელორუსის პრეზიდენტის ინიციატივა ქვეყანაში საკონსტიტუციო ცვლილებების მისასალმებელი იყო და ეს რატომღაც მოლაპარაკებებზე მიწვეულმა ყველა ოპოზიციურმა ძალამ უყურადღებოდ გაატარა, რაც ეჭვს იწვევს, რომ მათ ქვეყანაში არეულობა უფრო სურთ, ვიდრე ცვლილებები," - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. 

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციების მეთხუთმეტე დღეს 100 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა და ლუკაშენკოს რეჟიმს გადადგომისკენ მოუწოდა.

დღის ამბები