ნინოწმინდის სოფელ თორიას და მომთაბარე მწყემსებს შორის დაპირისპირების გამო, სამართალდამცველებმა 11 პირი დააკავეს, რასაც თორიელების პროტესტი მოყვა.
ადგილობრივებსა და მწყემსებს შორის კონფლიქტი საძოვრების საკითხმა გამოიწვია. ათასობით სული ცხვარი თორიელების საძოვარზე ბალახობდა, რის გამოც სოფლის მოსახლეობის თქმით, მათი პირუტყვი ზამთარში საკვების გარეშე დარჩა.
ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, 7 მათგანი "ევექსის" კლინიკების ნინოწმინდის ჰოსპიტალში შეიყვანეს. მედიკოსების თქმით, მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ, რის გამოც, მხოლოდ ამბულატორიული მომსახურება გაეწიათ.
შსს-ს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა და 225-ე მუხლებით მიმდინარეობს.