თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, გარდაცვლილი მე-19 პაციენტის ოჯახის კიდევ სამი წევრია ინფიცირებული, ისინი კოვიდ ცენტრებში განაგრძობენ მკურნალობას.
"დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები საკარანტინო სივრცეში არიან მოთავსებული. კარანტინში გადავიდნენ გარდაცვლილ მე-19 პაციენტთან კონტაქტში მყოფი პირებიც, ოჯახის ინფიცირებული წევრები კი მკურნალობენ კოვიდცენტრებში. ჯამში გარდაცვლილის ოჯახის სამი წევრია ინფიცირებული", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.