17 ნოემბერი 2024,   23:44
ვრცლად
ელენე ხოშტარია "პატრიოტთა ალიანსის" რუსეთისგან შესაძლო დაფინანსებასთან დაკავშირებით პროკურატურას განცხადებით მიმართავს

გენერალურ პროკურატურაში ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ელენე ხოშტარია "პატრიოტთა ალიანსის" რუსეთის მიერ შესაძლო დაფინანსებასთან დაკავშირებით განცხადებას შეიტანს. საუბარია გუშინ გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალებზე.

"რუსული ფული ქართულ არჩევნებში - როგორ ერევა კრემლი მეზობლების შიდა პოლიტიკაში" - ამ სათაურით რუსული სააგენტო "დოსიე" საგამოძიებო სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ კრემლმა თავისი რჩეულები უკვე დაასახელა და საქართველოში ოქტომბრის არჩევნებზე ეს ირმა ინაშვილი და დავით თარხან მოურავი არიან.

"დოსიეს" ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ მოსკოვმა 8 მილიონი გამოიყო იმისთვის, რომ პატრიოტთა ალიანსის პიარკამპანიამ წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო მეტი მხარდამჭერი მოიზიდოს. რუსული მედია წერს, რომ კრემლმა უკვე დაიქირავა სერგეი მიხეევი, რათა ირმა ინაშვილის საარჩევნო კამპანიას გაუძღვეს.

როგორც ცნობილია, სერგეი მიხეევი კავკასიის რეგიონში აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში პრორუსული ძალების დასახმარებლად.

სკანდალურ სტატიაზე გამოძიებას ითხოვს ოპოზიციის ნაწილი, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ თუკი ფაქტები დადასტურდა - შესაბამისი რეაგირება აუცილებლად მოჰყვება.

თავად "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი რუსული სააგენტოს ინფორმაციას აბსურდულს უწოდებს და ბრალდებებს უარყოფს.

ამავე თემაზე
დღის ამბები