თბილისში, ორხევის დასახლებაში მამაკაცი დაჭრეს. ჭრილობა მუცლის არეში მას ცივი იარაღით აქვს მიყენებული. თვითმხილველების თქმით, მომხდარს წინ უძღოდა შელაპარაკება ორ პირს შორის.
დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ამ დროის მონაცემებით, სავარაუდო დამნაშავე ჯერ არ დაუკავებიათ. ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, ის წარსულში ნასამართლევია და დანაშაულის ჩადენისას არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები გვიანობამდე მუშაობდნენ. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.