06 სექტემბერი 2026,   23:42
ვრცლად
ქობულეთის კლასტერის შემდეგ, განსაკუთრებით საყურადღებო შავი ზღვისპირეთია - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების კუთხით საყურადღებო ადგილებია მესტიის მუნიციპალიტეტი, ქობულეთი, ყაზბეგი და გარდაბანი.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, განსაკუთრებით საყურადღებო შავი ზღვისპირეთის სანაპირო ზოლია, სადაც ინტენსიური ტესტირებები მიმდინარეობს. 

"მესტიის მუნიციპალიტეტში ადამიანების 85%-ს საკარანტინო ვადა დაუმთავრდა. დაახლოებით, 600-მდე ადამიანმა დატოვა საკარანტინო სივრცეები. 2 სექტემბერს მთავრდება საკარანტინო ვადა და გადაწყვეტილება იქნა, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის ჩაკეტილი დაბა მესტია და ლენჯერის თემი გაიხსნება. ამასთან, ლენჯერის თემში გრძელდება ინტენსიური ტესტირებების მეორე რაუნდი, რათა მოსახლეობა ამოწურულ იქნეს მთლიანად.

განსაკუთრებით საყურადღებოა შავი ზღვისპირეთი, მას შემდეგ, რაც ქობულეთში ზაფხულის კლასტერი გაჩნდა. დღეს 12 შემთხვევაა ქობულეთის კლასტერთან ასოცირებული - 1 კაფე ჰავანასთან და მეორე კერძო სასტუმროა. იქ, დაახლოებით 300-მდე ადამიანი ტესტირებულია და მიმდინარეობს დამატებითი კვლევები.

22-დან მოყოლებული ბათუმის ბულვარში გვაქვს 2 კარავი წითელ ჯვართან ერთად, ასევე, ქობულეთის ბულვარზე და შეკვეთილშიც. მიმდინარეობს ინტენსიური ნებაყოფლობითი ტესტირება. ამასთან, ბათუმის ბულვარზე განლაგებული კაფე-ბარების პერსონალი აღრიცხულია და მათ უტარდებათ ტესტირება. ჩატარებულია 466 ტესტი და არც ერთი დადებითი შემთხვევა არ აღრიცხულა,"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები