აჭარაში კორონავირუსზე მოსახლეობის შემოწმება ინტენსიურად მიმდინარეობს. დღეს ქობულეთში 30-მდე ბიოლოგიური ნიმუშის პასუხს ელოდებიან.
გუშინ გამოვლენილი 11 ფაქტიდან 8 შემთხვევა აჭარაში დადასტურდა. საოჯახო სასტუმროსა და კაფე "ჰავანას" თანამშრომლის შემდეგ, ვირუსი სატვირთო ავტომობილის მძღოლის ოჯახის წევრებსაც გამოუვლინდათ, ინფიცირებულთა შორის არის 15 წლის მოზარდიც. მოძიებულია დაავადებულებთან კონტაქტში მყოფი დაახლოებით 60-მდე პირი. ისინი იზოლირებულები არიან.
პარალელურად, ბათუმის ბულვარის და ქობულეთში პარკის ტერიტორიაზე კვლავ გრძელდება სახელწიფო პროგრამის ხარჯზე უფასო PCR ტესტირება.