08 სექტემბერი 2026,   16:23
ვრცლად
დღეს სააპელაციო სასამართლოში გიორგი რურუასთვის პატიმრობის შეფარდებას გაასაჩივრებენ

დღეს სააპელაციო სასამართლოში გიორგი რურუასთვის პატიმრობის შეფარდებას გაასაჩივრებენ. გიორგი რურუას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი დარწმუნებულია, რომ პირველი ინსტანციის გადაწვეტილება არ შეიცვლება, თუმცა საქმეს სტრასბურგში გადასაგზავნად არსებობს ვალდებულება, რომ საქართველოში ყველა ინსტანციას მიმართონ.

"ეს განაჩენი უსაფუძვლოა, გაჯერებულია ტყუილებით. მოსამართლე, რიგ შემთხვევებში, ამახინჯებს მოწმეთა ჩვენებებს. მოსამართლე განაჩენში საერთოდ არ მსჯელობს ექსპერტიზის დასკვნაზე. ვალერიან ბუგიანიშვილს წინასწარ ჰქონდა დავალებული, თუ რა განაჩენი უნდა გამოეტანა ამ საქმეზე. არც სააპელაციო სასამართლოს მიმართ არ გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინი და არ ვფიქრობთ, რომ იქ დაგვხვდებიან ობიექტური და მიუკერძოებელი მოსამართლეები. მოთხოვნა არის პოლიტიკური განაჩენის გაუქმება და გიორგი რურუას უდანაშაულოდ ცნობა,"- განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 30 ივლისს სასამართლომ გიორგი რურუას იარაღის უკანონოდ შეძენისა და ტარების გამო 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბრალდებას ადვოკატი აბსურდულად მიიჩნევს და რურუას პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს.

დღის ამბები