"ღამის სერენადები" ბათუმში - კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი უკვე მეთორმეტედ ტარდება.
პანდემიის გამო კონცერტები წელს განსხვავებული ფორმატით მიმდინარეობს. დარბაზში მაყურებლები არ არიან, თუმცა ფესტივალის ტრანსლაციას ონლაინ რეჟიმში აჭარის ტელევიზია ახორციელებს.
"ღამის სერენადების" გახსნა წელს ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, სულხან ცინცაძის 95 წლის იუბილეს მიეძღვნა. სექტემბრიდან ფესტივალი ბათუმიდან თბილისში გადმოინაცვლებს.
ონლაინმაყურებლის წინაშე პროექტის დამფუძნებელი, ლიანა ისაკაძე წარსდგება.