ქალაქის პროკურატურა დატოვა ბაჩალიაშვილის საქმის ერთ-ერთმა მოწმემ ბაჩანა ლობჟანიძემ. მისი თქმით, სამართალდამცველებს მიაწოდა ინფორმაცია გარკვეული მიმოწერის შესახებ და გამოთქვა ეჭვი, რომ არსებობს დახურული ონლაინ ჯგუფი, რომლის წევრი ახალგაზრდებიც ერთმანეთს სუიციდისკენ უბიძგებენ.
"ეჭვი მაქვს იმაზე, რომ ამ ჯგუფში მყოფ წევრებს აქვს მასშტაბური ხასიათის გეგმები. ეს მხოლოდ თამარს არ უკავშირდება მათი საქმიანობაა, რომ გოგობეი და ბიჭები სუიციდამდე მიიყვანონ. დღეს მოხდა ამ საქმის გაცნობა გამომძიებლის მხრიდან და ლეპტოპის დალუქვა. ამაზე იმუშავებს საგამოძიებო სტრუქტურა,"- განაცხადა ბაჩანა ლობჟანიძემ.