11 სექტემბერი 2026,   10:04
ვრცლად
ბათუმსა და თბილისში 14 ავტომანქანის გაქურდვის ფაქტზე პოლიციამ პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავა

ბათუმსა და თბილისში 14 ავტომანქანის გაქურდვის ფაქტზე, პოლიციამ პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი ამჟამად ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1999 წელს დაბადებული თ.ხ. ქურდობის ბრალდებით ბათუმში დააკავა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 20-21 აგვისტოს ბათუმში, ანდრია პირველწოდებულის გზატკეცილზე, მოქალაქეების კუთვნილი 6 ავტომობილის საქარე მინები დააზიანა, მანქანების სალონებში შეაღწია და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა იქ არსებულ სხვადასხვა პირად ნივთებს.

სამართალდამცველებმა თ.ხ. ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ ბათუმში, ბრალდებულის დროებით საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

დაკავებულმა მის მიერ, მიმდინარე თვეში, თბილისში ჩადენილი კიდევ რვა მანქანის გაქურდვის ფაქტი აღიარა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით არაერთგზის ჩადენილ ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია," - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები