19 ნოემბერი 2024,   01:38
ვრცლად
მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 25 მილიონს აჭარბებს

კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ისევ რეკორდულად იზრდება მსოფლიოში. ევროპის ქვეყნების ნაწილი იძულებულია ისევ საზღვრები ჩაკეტოს და რეგულაციები გაამკაცროს.

საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში კორონავირუსის გავრცელების დღიური მაჩვენებელი ორნიშნა ციფრებიდან ისევ სამ ნიშნულამდე გაიზარდა.

თუ რამდენიმე კვირის წინ ახალი ინფიცირებულთა რაოდენობა ასი ან მაქსიმუმ 500 იყო, დღეს უკვე 7 ათასსაც აღწევს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნებს უმკაცრესად დაიცვან რეკომენდაციები და გააფართოვონ ტესტირება.

მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 25 მილიონს აჭარბებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ქვეყნებს კოვიდინფიცირების შემთხვევების შესამცირებლად, რისკ-ჯგუფების სწრაფი ტესტირებისკენ მოუწოდა.

ყოველდღიურად, კოვიდ 19-ით, საშუალოდ, 6 000 პაციენტი იღუპება, ამის შესახებ მონაცემებს ჯონ ჰოპკინსის კვლევითი ცენტრი ავრცელებს.

 

ავტორი : შმაგი ლიპარტელიანი

დღის ამბები