19 ნოემბერი 2024,   01:38
ვრცლად
11 წლის ბიჭს საეკლესიო წესების სრული დაცვით სამშაბათს დაკრძალავენ - ბავშვს დღეს პირველი პანაშვიდი გადაუხადეს

თერჯოლაში 11 წლის მოზარდს სამშაბათს დაკრძალავენ. ბავშვს დღეს, საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, პირველი პანაშვიდი გადაუხადეს. ოჯახის წევრები და მეზობლები ისევ საუბრობენ მამის მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე, რომელსაც, ფაქტობრივად, ყოველდღიური ხასიათი ჰქონდა.

მკვლელობა თუ თვითმკვლელობამდე მიყვანა - ამ კითხვას პასუხი სამედიცინო ექსპერტიზამ უნდა გასცეს. თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის ოჯახის წევრები სამართალდამცავს ორგანოებს ნდობას უცხადებენ და ობიექტური გამოძიების იმედი აქვთ. 

თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ძალადობის მუხლით დაკავებულ მოზარდის მამას კი თერჯოლის რაიონულმა სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.

დღის ამბები