11 სექტემბერი 2026,   09:46
ვრცლად
"ლელო" მოითხოვს, "პატრიოტთა ალიანსი" არჩევნებიდან მოიხსნას

პარტია "ლელო საქართველოსთვის" "პატრიოტთა ალიანსის" არჩევნებიდან ჩახსნას მოითხოვს. პარტიის იმერეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ხელისუფლებას, პრეზიდენტს და საპარლამენტო უმრავლესობას მიმართავენ, გამოიყენონ კონსტიტუციური უფლება და მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს. მათი თქმით, ამ მიმართვის უფლება "ლელოს" რომ ჰქონოდა, აუცილებლად გამოიყენებდნენ.

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, "პატრიოტთა ალიანსი" არის არაკონსტიტუციური ძალა და პარტია, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს და აღვივებს შუღლს. ნაცვლიშვილის თქმით, ისინი სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლებისგან ელოდნენ განცხადებას, რომ სახელმწიფო ინტერესების დასაცავად იწყებდნენ სამართლებრივ პროცედურას.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, ბანერების ჩამოხსნით მანიპულირება არის "ქართული ოცნების" თამაში და რომ ეს ბანერი, რეალურად, "ლელოს" ლიდერმა ჩამოხსნა.

დღის ამბები