"ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ახალგაზრდებს შეხვდა და მათ საკუთარი ხედვები გააცნო.
ჩიქოვანმა ზუგდიდის ტურისტულ პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა - დადიანების ეკატერინესეული სასახლე, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი გახდეს.
"ახალგაზრდობა ირჩევს პროგრესს და მომავალს, ჩემი ვალდებულებაც ის არის რომ ვემსახურო ამ ადამიანებს," - აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.
შეხვედრა ზუგდიდელ ახალგაზრდებთან ფრანგულ პარკში გაიმართა.