თერჯოლაში გარდაცვლილ 11 წლის მოზარდს დღეს დაკრძალავენ. ბავშვი გარდაცვლილი 23 აგვისტოს იპოვეს. დაკრძალვა რამდენიმე დღით, დედის ჩამოსვლამდე გადაიდო.
საბერძნეთში მყოფი ქალი სამშობლოში საელჩოს დახმარებით ჩამოვიდა. მოზარდს, საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, დღესვე წესს აუგებენ.
შეგახსენებთ, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მოზარდის მამაა დაკავებული. ის ბრალს არ აღიარებს. მომხდარზე გამოძიება გრძელდება.