07 სექტემბერი 2026,   07:07
ვრცლად
საჩინოში ტრაქტორის გადაბრუნების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა

საჩინოში ტრაქტორის გადაბრუნების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. სოფელში მერის წარმომადგენლის ანზორ შეროზიას ინფორმაციით, ტრაქტორზე მეზობლები ისხდნენ და ისინი თხილნარში მეზობლის დასახმარებლად მიდიოდნენ, რა დროსაც ტრაქტორი გადაბრუნდა და ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ნაწილი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.  

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს. 

6 დაშავებული ჯერ წალენჯიხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ოთხი კი მკურნალობას ზუგდიდში განაგრძობს. დაშავებულებს პოლიტრავმა აღენიშნებათ. ისინი კონტაქტურები არიან და ჯანმრთელობის მსგომარეობა სტაბილურია.

დღის ამბები