ქობულეთში, მერიის წინ, სტატისტიკის სამსახურის ყოფილ შენობაში შესახლებული მოქალაქეები შეიკრიბნენ.
ისინი მერთან შეხვედრასა და გარანტიებს ითხოვდნენ, რომ არჩევნების შემდეგ შენობიდან არ გამოასახლებენ.
აქციის მონაწილეებმა ცენტრალური ქუჩაც გადაკეტეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
აქციაზე ოპოზიციური პარტიების წევრებიც იმყოფებოდნენ.
"გვითხრან კონკრეტული პასუხი, თუ რა ბედი გვეწევა. დავიღალეთ ჩვენც, ამდენი ხანია ტყუილები, ტყუილები... გვინდა, გვითხრან დადებითი პასუხი," - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.