17 ნოემბერი 2024,   22:34
ვრცლად
ისეთი სამარცხვინო კამპანიის ჩატარებას, როგორსაც ივანიშვილი და "ქართული ოცნება" ატარებს, არ ვაპირებთ - გიგა ბოკერია

"ევროპული საქართველოს" ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგა ბოკერია ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რითაც კობახიძე ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს "ქართული ოცნების" მსგავსად, წინასაარჩევნო კამპანია მაღალი პასუხისმგებლობით აწარმოონ.

გიგა ბოკერიას თქმით, ივანიშვილის გუნდი მათ ცივილიზებულ საქციელზე მორალს არ უნდა უკითხავდეს.

"ისეთი სამარცხვინო კამპანიის ჩატარებას, როგორსაც ივანიშვილი და "ქართული ოცნება" ატარებს, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ. ჩვენ ვაპირებთ ცივილიზებულად მოქცევას, ერთი ფილმი მახსენდება "მარსი გვიტევს", ყველას ვურჩევ რომ ნახოს, კომედიაა, თუ როგორ გვიტევენ უცხოპლანეტელები. ჩამოდიან, ხოცავენ ხალხს და თან მიკროფონში ყვირიან, ჩვენ მშვიდობით მოვედითო. სწორედ ამას მაგონებს ივანიშვილის გუნდი. ვის უკითხავენ ესენი მორალს ცივილიზებულ საქციელზე და წესიერად მოქცევაზე," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დღის ამბები