კასპის რაიონის სოფელ ყარაფილასთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეგრეთ წოდებულ საზღვრის აღმნიშვნელ ბანერთან 2 ტრაქტორი დგას, რომლითაც ოკუპანტებს სავარაუდოდ ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები გაყავდათ. ამჟამად მუშაობა შეჩერებულია.
სოფელ ყარაფილაში ადგილობრივებს მიმდინარე პროცესზე საუბარი არ სურთ. პროცესს ადგილზე აკვირდება ევრომონიტორინგის მისიის ჯგუფი. ხოლო ავტობანზე რომელიც საოკუპაციო ხაზთან ძალიან ახლოსაა პატრულირებს ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია".