19 ნოემბერი 2024,   03:47
ვრცლად
თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილის საბურავს ექსპერტიზა ჩაუტარდა

თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილის საბურავსა და მანქანიდან ამოღებულ ნივთებს ექსპერტიზა ჩაუტარდათ, მათ შორის მეხსიერების ბარათს და გარდაცვლილის სხვა პირად ნივთებს. პროცესს დაესწრო დაზარალებული ოჯახის ადვოკატი. ჯერჯერობით უცნობია კონკრეტული თარიღი, როდის გასაჯაროვდება საგამოძიებო მოქმედების შედეგი.

"ექსპერტიზა ჩაუტარდა საბურავს იქიდან გამომდინარე, რომ ემთხვეოდა თუ არა ის ნიადაგის კვალს. ასევე ექსპერტიზა ჩატარდა მეხსიერების ბარათზე, როუტერზე და სხვადასხვა ნივთს. როგორც გვეუბნებიან დასკვნა ძალიან მალე იქნება," - აცხადებს ბაჩალიაშვილების ადვოკატი მიხეილ რამიშვილი. 

დღის ამბები