19 ნოემბერი 2024,   03:23
ვრცლად
შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არჩილ გაგნიძის ტანსაცმლის დაკარგვასთან დაკავშირებით, იუსტიციის გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის ფარგლებში დაკავებული არჩილ გაგნიძის ტანსაცმლის დაკარგვის ფაქტთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო - ინფორმაციას ამის შესახებ ბრალდებულის ადვოკატი ადასტურებს.

ის გლდანის მერვე დაწესებულებასთან იმყოფება და დაცვის ქვეშ მყოფს რამდენიმე წუთში შეხვდება.

პარალელურად, მცხეთის პროკურატურაში 18 ივნისის ღამის ფიგურანტები იმყოფებიან.

მცხეთის რაიონული პროკურატურა 19 ივნისის იუბილარმა ანა გაბეჩავამ დატოვა, შესაძლოა ის ხვალ სასამართლოში დაიკითხოს.

ანა გაბეჩავას ადვოკატი აცხადებს, რომ გაბეჩავა სასამართლოშიც იმავეს იტყვის, რაც ჩვენებაში დაწერა.

"იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ჩვენება აქვს მიცემული, თან არაერთი იგივე ჩვენებას მისცემს სასამართლოსაც. რეალური მიზეზი, რატომაც იყო ბიძებთან ერთად, იყო ის, რომ ანას მამა მაშინ არ იმყოფებოდა ქალაქში. იმ მომენტში, როდესაც პირველი ინციდენტი მოხდა და ჩათვალა, რომ მდგომარეობა დაარეგულირა, სწორედ ამის მერე დატოვა აგარაკი. როდესაც თვლი, რომ სიტუაცია დარეგულირებულია, პოლიციაშიც აღარ რეკავ,"- განაცხადა ანა გაბეჩავას ადვოკატმა.

მკვლელობაში ბრალდებული არჩილ გაგნიძის ტანსაცმელთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თავად გაგნიძის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი ავრცელებს.

"ვარაუდებზე რომ არ დავაფუძნოთ მსჯელობა, ფაქტია, რომ მისი ტანსაცმელი დაიკარგა. გასარკვევია, ეს არის გაურკვევლობით დაკარგვა, თუ - აღნიშნული ნივთების მიზანმიმართულად წაღება ,"- განაცხადა ვასილ მამულაშილმა.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან, ექვსი არასრულწლოვნის საქმე გამოძიებამ ცალკე გამოყო. ამ ექვსი ბრალდებულიდან ოთხს, ნ.ც.-ს, ლ.შ.-ს, ნ.ქ.-ს, გ.მ.-ს, გამოძიება ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას. ხოლო ორ ბრალდებულს, ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს, გარდა ამ მუხლებისა, გამოძიება ედავება 109-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას.

განზრახ მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა 10 სექტემბერს დაიწყება.

დღის ამბები