19 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში სახლი დაიწვა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა, შესაბამისად, არავინ დაშავებულა.

მათივე თქმით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მალევე მივიდნენ, თუმცა ძლიერი ცეცხლის შედეგად სახლი უკვე დამწვარი იყო და შიგნიდან ვერაფრის გამოტანა მოხერხდა. შემთხვევის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

დღის ამბები