05 სექტემბერი 2026,   14:37
ვრცლად
"ქართული ოცნების" ლიდერები ხაშურში "ახალი ბანას" სამონასტრო კომპლექსისა და მასში შემავალი პროფესიული სასწავლებლის მშენებლობის პროცესს გაეცნენ

"ქართული ოცნების" ლიდერები ხაშურში, პროფესიული სასწავლებლისა და "ბანას" სამონასტრო კომპლექსის ანალოგის, "ახალი ბანას" სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობის პროცესს გაეცნენ.

მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებით, კოლეჯში რომელიც 150 სტუდენტზე იქნება გათვლილი, ახალგაზრდები რეგიონის საჭიროებებზე მორგებული პროფესიების დაუფლებას შეძლებენ.

ლიდერებმა გასცეს დაპირება, რომ სახელმწიფო მომავალშიც განაგრძობს ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარებასა და მხარდაჭერას და საბაზრო მოთხოვნების შესაბამისი პროფესიების დაუფლებას, რაც ხელს შეუწყობს სასწავლებლის კურსდამთავრებულთა გარანტირებულ დასაქმებას.

დღის ამბები