19 ნოემბერი 2024,   08:26
ვრცლად
კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევიდან 4-ის წყარო უცნობია, 12 კი საკონდიტრო "დონას" კლასტერს უკავშირდება - მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევიდან, 4 მათგანის წყაროს მოძიება და ეპიდკვლევა მიმდინარეობს. 

"28 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 12 საკონდიტრო "დონას" კლასტერთან დაკავშირებული შემთხვევაა. 3 დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტია, კიდევ 3 რუსთავის "ავერსის" კლინიკის თანამშრომელია.

2 დადასტურებული შემთხვევა შემოტანილია, ისინი სატვირთო ავტომანქანის მძღოლები არიან. 4 დადასტურებულ პაციენტს მოგზაურობის ისტორია აქვს აჭარაში და იქ ზედამხედველობის კერაში გამოვლენილი პაციენტები არიან. 4 პაციენტზე კი ეპიდკვლევა და კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს წყაროს დადგენის თვალსაზრისით.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი დღეს 15-ით გაიზარდა. COVID ცენტრებში ამ ეტაპზე 275 დადასტურებული შემთხვევის პაციენტი მკურნალობს. აქედან რეანიმაციის განყოფილებაში კვლავ რჩება კრიტიკულად მძიმედ 3 პაციენტი,"- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ

მარინა ეზუგბაიამ ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ ცენტრში 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 დადასტურებული შემთხვევა კი დაემატათ. 

დღის ამბები